ფილტრით ძებნა
Estato
ფილტრით ძებნა
სულ ნაპოვნია 2 ჩანაწერი
იყიდება კომერციული ფართი საბურთალოზე
486000
იყიდება ლუდის რესტორანი. 80კვ.მ. დამატებით აქვს შემოღობილი საზაფხულო ტერასა 40კვ.მ. და სარდაფი 8კვ.მ. მდებარეობს საბურთალოზე ხალხმრავალ ადგილას - ორი მაღალი გამავლობის ქუჩის, ხვიჩიას და ბახტრიონის(ყოფილი არჩილ სულაკაურის ქუჩა) ქუჩების კუთხეში, კუთხის ფართია და ფასადი გადის ორივე ქუჩაზე. ხალხის გამავლობა: 1 საათში 1300-1500 ადამიანი და 400 მანქანა. ფასადი ჩანს კოსტავას პროსპექტიდან (50 მეტრი), სადაც გამავლობა 1 საათში 5000 ადამიანამდეა. სამზარეულო გაწყობილია: ძლიერი გამწოვი სისტემა, პროფესიონალური თურქული გაზქურა, იტალიური ორუჯრიანი ღუმელი, უჟანგავი მეტალის სამუშაო მაგიდები, 2 ვიტრინა მაცივარი, 1 საყინულე მაცივარი, 1 დახლ-მაცივარი, სამრეცხაო კუთხე, ფრი-ს ორი დანადგარი დიდი და პატარა, მაყალი, ელექტრომაყალი, მიკროტალღური ღუმელი, თაროები, ელექტრო ხორცსაკეპი, სასწორი და ხვა ინვენტარი. დარბაზში თავსდება 10-11 მაგიდა, ხოლო ღია ტერასაზე 6-8 მაგიდა. დამონტაჟებულია ვიდეო თვალთვალის სისტემა, სიგნალიზაცია მოძრაობის სენსორებით, გათბობის ცენტრალური სისტემა იტალიური ქვაბით, კონდიციონერი, დარბაზის ვენტილაცია, ალუმინის გერმანული ვიტრინა ფანჯრები, მარკიზები. საზაფხულო ტერასა იფარება პულტით მართვადი მოძრავი დიდი ტენტით და ასევე არის პულტით მოძრავი კარის ჟალუზი. აქვს ორი შესასვლელი. არის სამფაზიანი დენის მძლავრი კვებაც(70კვტ.), დაყენებულია დენის ეკონომაიზერი/ოპტიმიზატორი. ტექნიკური უნივერსიტეტი 100მ, მეტრო “ტექნიკური უნივერსიტეტისგან” 140 მეტრი, სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”(ყოფილი “აჭარა”) 200 მ. მერია 480 მ. ტექნიკური უნივერსიტეტისგან 120 მ. ფართი უნივერსალურია და გამოდგება ნებისმიერი საქმიანობისთვის: ბანკი, აფთიაქი, მაღაზია, სამედიცინო კაბინეტი, მიკროსაფინანსო, ლომბარდი, საკონდიტრო, კაფე, ბარი, რესტორანი.
ფართობი: 80 მ²