ფილტრით ძებნა
სარეკლამო ადგილი - 1
1200 x 100
ფასი - 720
Estato
რეკლამის ფასი მოიცავს მილიონ ნახვას და ფასი მოცემულია დღგ-ს გარეშე

საიტის წესები

1. ტერმინები

1.1. კომპანია - შპს "არეა", რეგისტრაციის თარიღი 10.02.2017, საიდენტიფიკაციო ნომერი 402045577.

1.2. ვებ-გვერდი - ინტერნეტ პორტალი www.mipove.ge, რომელზეც განთავსებულია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის შესახებ ინფორმაცია.

1.3. განცხადება - ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა-გაქირავება-დაგირავების შესახებ.

1.4. მომსახურების ღირებულება - ვებ-გვერდზე განცხადების განთავსება არის როგორც ფასიანი ასევე უფასო, მისი მდებარეობის, ხანგრძლივობისა და რაოდენობის გათვალისწინებით.

1.5. განმცხადებელი - ფიზიკური/იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირდება ვებ-გვერდზე და ანთავსებს განცხადებას უძრავი ქონების შეძენის/გასხვისების, ქირაობის/გირაობის ან გაქირავება/დაგირავების შესახებ, ასევე საკუთარი/კომპანიის მომსახურების შესახებ სარეკლამო პროდუქტს.

1.6. მომხმარებელი - ფიზიკური/იურიდიული პირი, რომელიც ვებ-გვერდის საშუალებით იღებს ან გასცემს ინფორმაციას.

 

2. მომსახურების მიწოდების წესები და პირობები

2.1. რეგისტრაცია

2.1.1. ვებ-გვერდზე განცხადების/მომსახურების განსათავსებლად აუცილებელია რეგისტრაცია.

2.1.2. რეგისტრაციისთვის აუცილებელია ელექტრონული ფოსტის ან მობილური ტელეფონის ნომრის მითითება, რომლის დადასტურებითაც მომხმარებელი გამოხატავს ვებ-გვერდის წესებზე თანხმობას, ასევე თანხმობას მის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის ღიაობასა და საჯაროობაზე და იღებს პასუხისმგებლობას მითითებული ინფორმაციის სიზუსტეზე. 

2.1.3. რეგისტრაციის დადასტურებით განმცხადებელი ეთანხმება მის ელექტრონულ ფოსტაზე/მობილურ ტელეფონზე კომპანიის მიერ გაგზავნილი სარეკლამო ინფორმაციის მიღებას.

2.1.4. მომხმარებლის სახელის ველში შეურაცხმყოფელი ფრაზის გამოყენება აკრძალულია. ასევე აკრძალულია ისეთი განცხადების გამოქვეყნება, რომლის შინაარსიც/გაყიდვის ტიპი ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.

 

2.2. განცხადების განთავსება

2.2.1. განცხადების განთავსება შეუძლია მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებელს. მომხმარებელს შეუძლია უფასოდ განათავსოს 5 აქტიური განცხადება, ხოლო ყოველი მომდევნო განცხადების განთავსების ღირებულებაა 1 ლარი (ან შეგიძლიათ შეიძინოთ ფასდაკლების პაკეტი) ფასიანი განცხადებები ასევე განისაზღვრება მისი მდებარეობისა და ხანგრძლივობის მიხედვით. ფასიანი განცხადებები ვებ-გვერდზე გააქტიურდება მომსახურების ღირებულების გადახდისთანავე.

2.2.2. ვებ-გვერდზე განცხადების განთავსების ღირებულება შეიძლება შეიცვალოს კომპანიის მიერ.

2.2.3. განმცხადებლის პირად ანგარიშზე არსებული თანხა, რომელსაც კომპანია უქმნის ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირს, შესაძლებელია დაიხარჯოს მხოლოდ ვებ-გვერდის მომსახურებებზე. კომპანია ვერ იძლევა გარანტიას აღნიშნულ ანგარიშზე არსებული თანხის უსაფრთხოებაზე.

2.2.4 თანხის შეცდომით ჩარიცხვის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს და კომპანიის მიერ გადახდილი თანხა არ ანაზღაურდება. ასევე არ ანაზღაურდება თანხა შეძენილი მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში.

 

3. კომპანიისა და მომხმარებლის უფლებები და მოვალეობები

3.1. კომპანიის უფლებები და მოვალეობები  

3.1.1. კომპანია პასუხს არ აგებს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტესა და პროდუქციის ხარისხზე.

3.1.2. კომპანიას უფლება აქვს წაშალოს განცხადება ვებ-გვერდის წესების დარღვევის, ან სხვა საეჭვო გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებელთან შეთანხმების გარეშე. ხოლო ქმედების განმეორების შემთხვევაში დროებით ან მუდმივად დაბლოკოს მომხმარებლის IP მისამართი და ტელეფონი. აღნიშნულ შემთხვევებში განმცხადებელს განცხადებისთვის გადახდილი თანხა არ აუნაზღაურდება.

3.1.3. კომპანიას უფლება აქვს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება გამოიყენოს რეკლამირებისთვის, ან გაუწიოს აღნიშნულ განცხადებას სხვა ტიპის რეკლამირება.

3.1.4. კომპანია არ არის პასუხისმგებელი ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაკარგვაზე, ასევე ვებ-გვერდის შეუფერხებელ მუშაობაზე.

3.1.5. კომპანია შეთანხმების ცვლილებებს გამოაქვეყნებს ვებ-გვერდის წესებში და არ არის ვალდებული შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ მომხმარებელს.

 

3.2. მომხმარებლის უფლებები და მოვალეობები

3.2.1. მომხმარებელს არ აქვს უფლება (გარდა მის მიერ განთავსებული ნივთისა) განცხადებაში რაიმე სახის რეკლამირების, მათ შორის სხვა ვებ-გვერდის ბმულის მითითების.

3.2.2. მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებით მესამე პირისთვის მიყენებულ ზარალზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.

3.2.2. მომხმარებელი ვალდებულია იმოქმედოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ვებ-გვერდის წესების გათვალისწინებით და მის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე პასუხს აგებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

 

4. სხვა პირობები

4.1. მხარეებს შორის დავა გადაწყდება მოლაპარაკებების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში - მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.